Saturday, June 2, 2018

გაკვეთილის გეგმა


მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი:        ნანა ჯაბახიძე
საგანი: საქართველოს ისტორია
სწავლების საფეხური / კლასი: საბაზო, მე-9 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 16
გაკვეთილის თემა: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაპყრობა რუსეთის მიერ
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები გაანალიზებენ საბჭოთა იმპერიისათვის დამახასიათებელ აგრესიული პოლიტიკის მიზნებს, იმსჯელებენ დემოკრატიული სახელმწიფოს დაცემის მიზეზებზე. შეაფასებენ ეროვნული მმართველობის მოსპობის შედეგებს.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგები და ინდიკატორები:
სტ.IX.5. სწს შა გაააალოს
აგარ აშ
 ფაქბის გაა ქალი ახმწიფოს აროშოა გავითა.
·         მსლო ულ აგარ ოლიტიკურ , რობმაც გაოახა ქთულ მწიფოივ;
·         ააალ   აგა ფაქბი გაენას   ფლ;

·         ააალ       რთორის       ორგზაცები       გაენ       თაედაქართლოს ახმწიფოს გავი.

N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1
საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის თემას, მიზანს, შეფასების რუბრიკას, ახსენებს ქცევის წესებს.
ვერბალური ახსნა
მთელი კლასი
ქცევის წესები, შეფასების რუბრიკა, გაკვეთილის თემა, მიზანი.
3წთ.
2
წინარე ცოდნის გააქტიურება. კითხვა-პასუხი:
1.      როდის შეიქმნა სსრკ?
2.      როგორი ტიპის იმპერია იყო სსრკ?
3.      რა მოვლენებმა განაპირობა რუსეთში ბოლშევიკური რევოლუცია?
4.      რა პოლიტიკური ცვლილებები გამოიწვია 1917 წლის ბოლშევიკურმა რევოლუციამ საქართველოსთვის?
5.      თქვენი აზრით რატომ იყო მნიშვნელოვანი საბჭოთა მთავრობისათვის ამიერკავკასიის დაპყრობა?
გონებრივი იერიში, ფრონტალური კითხვები
მთელი კლასი
სახელმძღვანელო
5წთ.
3
მასწავლებელი მოკლედ აცნობს მოსწავლეებს საბჭოთა იმპერიის მიზნებს , ასევე XI წითელი არმიის აგრესიულ პოლიტიკას და დემოკრატიული რესპუბლიკის დაცემის მიზეზებს.
მინი ლექცია
მთელი კლასი
სლაიდ-შოუ პრეზენტაცია power point-ის დახმარებით.
7წთ.
4
მასწავლებელი ავალებს ჯგუფებს სახელმძღვანელოში არსებული მასალის გაცნობა-გააზრებას და მის პრეზენტირებას.
ჯგუფებში მუშაობა
ჯგუფური
სამუშაო ფურცლები, რუკა , სახელმძღვანელო.
10წთ.
5
ჯგუფების მიერ შესრულებული სამუშაოს პრეზენტირება (ჯგუფის თითოეული წევრი კითხულობს შესრულებულ დავალებას) მასწავლებელი საჭიროების მიხედვით სვამს დამაზუსტებელ შეკითხვებს, ასევე ჯგუფები ერთმანეთს უსვამენ შეკითხვებს თემის შესახებ.
პრეზენტაცია
ჯგუფური

15წთ.
6
საშინაო დავალება:
საგაკვეთილო მასალაში წარმოდგენილი საშინაო დავალების შესრულება. დაწერეთ თემა საქართველოს გასაბჭოება.
ვერბალური ახსნა
მთელი კლასი

2წთ.
7
შეფასება;
გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს განმსაზღვრელი შეფასებით, ყოველი აქტივობის შემდეგ აძლევს განმავითარებელ შეფასებას.
ვერბალური ახსნა
მთელი კლასი, ინდივიდუალური.
შეფასების რუბრიკა
3წთ.

გაკვეთილი ბოლოს მისაღწევი შედეგები:
         მოსწავლემ გააანალიზა საბჭოთა იმპერიისათვის დამახასიათებელი  აგრესიული პოლიტიკის მიზნები, იმსჯელა დემოკრატიული სახელმწიფოს დაცემის მიზეზებზე. შეაფასა  ეროვნული მმართველობის მოსპობის შედეგები.


შეფასების რუბრიკა:

კრიტერიუმები
1-4
5-6
7-8
9-10
გაკვეთილზე ჩართულობა
მოსწავლე არ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში
მოსწავლე იშვიათად არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში
მოსწავლე ჩართულია საგაკვეთილო პროცესში, მაგრამ ვერ ამჟღავნებს სრულყოფილ ცოდნას.
მოსწავლე გაკვეთილზე აქტიურად არის ჩართული
თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან
მოსწავლე არ თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან
უჭირს  ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობა
თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან, თუმცა ხარვეზებით
ეფექტურად  თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან
არგუმენტირებულად ასაბუთებს აზრს
მოსწავლე ვერ ასაბუთებს აზრს არგუმენტირებულად
მოსწავლე უჭირს აზრის დასაბუთება
მოსწავლე ასაბუთებს აზრს , თუმცა ხარვეზებით.
მოსწავლე არგუმენტირებულად ასაბუთებს აზრს.